დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრისას განუცხადა, რომ არჩევნებში თუ თავად არ გაიმარჯვებს, ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი იყოს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ არჩევნებში თუ თავად არ გაიმარჯვებს, ახლო აღმოსავლეთში იქნება დიდი ომი, პოტენციურად, მესამე მსოფლიო ომი.
„ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ეს ძალიან მარტივი იქნება. ყველაფერი გამოვა და ძალიან სწრაფად. თუ ეს ასე არ მოხდება თქვენ დაასრულებთ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომებით და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომით. თქვენ ახლა იმაზე ახლოს ხართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ოდესმე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, რადგან ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური ხალხი ქვეყნის სათავეში“, – უთხრა ტრამპმა ნეთანიაჰუს.
დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდა.