შობის წინა საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბავშვების სატელეფონო ზარებს უპასუხა.
ტრამპს ბავშვები ეუბნებოდნენ, რა სურდათ სანტასგან საჩუქრად. თავისი საშობაო სურვილი გაანდო მათ თავად პრეზიდენტმაც.
„ჩვენ კეთილდღეობა გვაქვს. ახლა მშვიდობა გვჭირდება“, – უთხრა ხუთი წლის რაიანს ტრამპმა.
ოქროს სავარძელში მჯდომი აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად, დიდი ენთუზიაზმით ესაუბრებოდა ბავშვებსა და მათ მშობლებს საშობაო სურვილების შესახებ.
ტრამპი ბავშვებს დაჰპირდა, რომ მათ წელს ყველაზე დაუვიწყარი შობა ექნებათ.