ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში ბრიტანეთის უკვე ყოფილ ელჩს წარმატებას უსურვებს.
„წარმატებას ვუსურვებ მას, მაგრამ მათ უნდა მოაგვარონ ინფორმაციის გაჟონვის საკითხი, როგორც მინიმუმ, ეს ჩვენს ქვეყანაში უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ში ბრიტანეთის ელჩმა, კიმ დაროკმა, დაკავებული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელჩის, კიმ დაროკისა და ლონდონის მიმოწერა მედიამ გაასაჯაროვა. წერილებში ბრიტანელი დიპლომატი ტრამპს „არაკომპეტენტურს“, ხოლო მის მთავრობას „არაპროგნოზირებადს“ უწოდებს. მომხდარის შემდეგ ელჩი მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა მას სულელი უწოდა და განაცხადა, რომ ელჩთან თანამშრომლობას აღარ აპირებდა.
თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობამ ელჩს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.