ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, აშშ-ში ბრიტანეთის ელჩს, კიმ დაროკს სულელი უწოდა. განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.
„შეშლილი ელჩი, რომელიც ბრიტანეთმა თავს მოგვახვია, არ არის ისეთი პიროვნება, რომლითაც ამერიკა აღფრთოვანებულია, ის სულელია. ის თავის ქვეყანას და პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ჩაშლილ ბრექსითის მოლაპარაკებებზე უნდა ესაუბროს და არ უნდა იყვნენ შეწუხებულები ჩემი კრიტიკით“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელჩის, კიმ დაროკისა და ლონდონის მიმოწერა მედიამ გაასაჯაროვა. წერილებში ბრიტანელი დიპლომატი ტრამპს „არაკომპეტენტურს“, ხოლო მის მთავრობას „არაპროგნოზირებადს“ უწოდებს.
ამერიკაში დიდი ბრიტანეთის ელჩს ბრიტანეთის მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს.