დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს სამარცხვინო და ნერვიული უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, დემოკრატების ლიდერ ნენსი პელოსს ნერვიული უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ნენსი პელოსის განცხადებას, რომ ის იმპიჩმენტის ნაცვლად, პრეზიდენტს ციხეში უფრო იხილავდა, პრეზიდენტმა განაცხადა:
„ვფიქრობ, ის სამარცხვინოა. მიმაჩნია, რომ ის არ არის ნიჭიერი ადამიანი. შევეცადე, ვყოფილიყავი კეთილგანწყობილი, რადგან მსურდა რამდენიმე შეთანხმების გაფორმება. მას არ აქვს შეთანხმების დადების უნარი. ის საზიზღარი, შურისმაძიებელი, საშინელი ადამიანია. მას „ნერვიულ ნენსის“ ვეძახი. ნენსი პელოსი კატასტროფაა“.