დონალდ ტრამპმა სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის ათასამდე კურსდამთავრებულს ჩამოართვა ხელი, რისთვისაც დაახლოებით ორი საათი დასჭირდა [ვიდეო]
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის ათასამდე კურსდამთავრებულს ჩამოართვა ხელი.
2019 წლის კურსდამთავრებულებთან სტუმრობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შესთავაზეს, ხელი მხოლოდ რამდენიმე მათგანისთვის ჩამოერთმია, თუმცა გადაწყვიტა, ყველას პირადად მისალმებოდა.
„მითხრეს – სერ, არ არის აუცილებელი ხელის ჩამორთმევა. ამას ზოგიერთი აკეთებს. თქვენ შეგიძლიათ ჩამოართვათ ხელი ერთ პირს, მაღალი კლასის წარმომადგენელს. შეგიძლიათ, ჩამოართვათ ხელი 10-ს, 50-ს ან 100-ს, შეგიძლიათ, დარჩეთ და ხელი ჩამოართვათ ათასს. მე დავრჩი ათასისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.
სამხედრო აკადემიის ყველა კუსრდამთავრებულისთვის ხელის ჩამოსართმევად აშშ-ის პრეზიდენტს დაახლოებით ორი საათი დასჭირდა.