დონალდ ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს მადლობა გადაუხადა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს მადლობა გადაუხადა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს მადლობა გადაუხადა.

„შესრულებული სამუშაო იყო აბსოლუტურად გამორჩეული. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო შეშფოთებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. რა თქმა უნდა, საინტერესო დღე იყო! რაც მთავარია, მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურს, შერიფ რიკ ბრედშოუს და მის მამაც და თავდადებულ ოფისს და მთელ სამართალდამცავ ორგანოებს იმ წარმოუდგენელი სამუშაოსთვის, რომელიც დღეს Trump International-ში შესრულდა ჩემი, როგორც 45-ე პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის“, – წერს ტრამპი.