დონალდ ტრამპმა აშშ-დან არალეგალი ვენესუელელების დეპორტაციის 18 თვით შეჩერების განკარგულება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-დან არალეგალი ვენესუელელების დეპორტაციის 18 თვით შეჩერების განკარგულება გასცა. ამის მიზეზად მან ვენესუელაში არსებული მდგომარეობა დაასახელა.
„ვენესუელაში სულ გაუარესებული მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მიმდინარე საფრთხეს, საჭიროებს აშშ-ში მყოფი ვენესუელის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების გადავადებას“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განკარგულებაში, რომელიც მან თეთრი სახლის დატოვებამდე ერთი დღით ადრე გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის აშშ-ში მცხოვრებ ვენესუელელებს ჰუმანიტარულ დაცვას მიანიჭებდა, რა მათ ქვეყანაში დარჩენასა და მუშაობის უფლებას მისცემდა.
2017 წლის მონაცემებით, აშშ-ში 130 ათასი ვენესუელელი არალეგალურად ცხოვრობს.