დონალდ ტრამპმა არიზონის შტატში ოფიციალურად გაიმარჯვა, რაც ნიშნავს, რომ ყველა ე.წ. მერყევ შტატში დაამარცხა კონკურენტი კამალა ჰარისი
დონალდ ტრამპმა არიზონის შტატში ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ ყველა ე.წ. მერყევ შტატში დაამარცხა კონკურენტი კამალა ჰარისი.
არიზონის შტატში გამარჯვებით, დონალდ ტრამპმა დამატებით 11 საარჩევნო ხმა მიიღო და საარჩევნო კოლეგიაში 312 საარჩევნო ხმა დააგროვა.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ კამალა ჰარისს კი 226 ხმა აქვს. არიზონასთან ერთად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა დანარჩენ ექვს ე.წ. მერყევ შტატში: ჩრდილოეთ კაროლინაში, ვისკონსინში, მიჩიგანში, ნევადაში, ჯორჯიასა და პენსილვანიაში.
2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მცირედით მოიგო არიზონის შტატი. ადგილობრივი მედიის შეფასებით, იმიგრაცია, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო არიზონაში, რომელსაც აქვს საზღვარი მექსიკასთან.