აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა.
„როგორც იცით, ეს დღე ეროვნული ლოცვის დღედ გამოვაცხადე, რამდენადაც ჩვენი ერი იკურნება, ჩვენი სულისკვეთება ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა“, – ვკითხულობთ პრეზიდენტის „ტვიტერის“ მიკრობლოგში, სადაც დონალდ ტრამპს გაზიარებული აქვს მის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლითაც 7 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ დაწესდა.
„დღეს, ჩვენი ლოცვითი ტრადიცია გრძელდება, რამდენადაც ჩვენი ერი კორონავირუსის დასამარცხებლად იბრძვის. დღეს, ლოცვის ამ ეროვნულ დღეს ერთად დავდგეთ და ვილოცოთ ყოვლის შემძლეს წინაშე“, – წერს პრეზიდენტი განკარგულების ტექსტში.