დონალდ ტრამპმა 6 იანვარს მომხრეების დიდი შეკრების შესახებ განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 იანვარს მომხრეების დიდი შეკრების შესახებ განაცხადა.
ტრამპმა სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ დაწერა, რომ მხარდამჭერების შეკრება ვაშინგტონში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტის მომხრეები არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებენ.
დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ 6 იანვარს მტკიცებულებების წარდგენა მოხდება, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას ადასტურებს.
6 იანვარს, აშშ-ის კონგრესის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ 14 დეკემბერს ჩატარებული საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრის შედეგები. კოლეგიამ დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა, ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა.