დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის პირველი შეხვედრა ვარშავაში გაიმართება
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის პირველი შეხვედრა ვარშავაში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ვაშრავაში შეხვდება, – ინფორმაცია კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა დაადასტურა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ ზელენსკის საუბრის საშუალება პოლონეთში პირველ სექტემბერს ექნებათ, სადაც ორი ქვეყნის ლიდერი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ბოლტონის თქმით, ოფიციალურად ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა ჯერ არ დაუანონსებიათ, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ კონტაქტი შედგება. ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც დონალდ ტრამპი და ვლადიმირ ზელენსკი გამართავენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ ღონისძიებებზე მიწვეული არ არის.