დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის პირველი შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის პირველი შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

პენსმა და ზელესნკიმ ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.