ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რომელიც 90 წუთში უნდა დასრულებულიყო, ორ საათს გაგრძელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეხვედრას „ძალიან კარგი უწოდა“.
ახლა მიმდინარეობს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.