დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში დღეს არსებული მდგომაროება და სამომავლო პერსპექტივები განიხილება. ასევე, მხარეები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს შეეხებიან“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.