დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა უახლოეს ორ თვეში გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა უახლოეს ორ თვეში გაიმართება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი 18 იანვარს ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის წარმომადგენელს შეხვდა, რის შემდეგაც აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრის ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. შესაძლოა, ეს ვიეტნამი იყო.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში სინგაპურში გაიმართა. მხარეები კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმდნენ.