დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო და ადგილი უკვე ცნობილია
დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო და ადგილი უკვე ცნობილია

დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო და ადგილი უკვე ცნობილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს, თავად აშშ-ის პრეზიდენტმა განუცხადა.

მისი თქმით, დეტალების მედიისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თეთრი სახლის განცხადებით, ისტორიული შეხვედრა მაისში გაიმართება, იქიდან გამომდინარე, რომ კიმ ჩენ ინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, გარკვეულ დათმობებზე წავიდა.

“ჩვენ ძალიან არსებითი მოლაპარაკებები გვაქვს ჩრდილოეთ კორეასთან და მრავალი რამ უკვე მოხდა ამერიკელ მძევლებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კარგი სიახლეების მომსწრე გახდებით”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის სამი მოქალაქე იმყოფება, ცოტა ხნის წინ ისინი შრომითი კოლონიიდან, ფხენიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს. არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში მათ გაათავისუფლებენ.