აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა რუსეთთან ტრამპის შეთქმულება არ დაადასტურა
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა რუსეთთან ტრამპის შეთქმულება არ დაადასტურა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა რუსეთთან ტრამპის შეთქმულება არ დაადასტურა. კონგრესში გამართულ მოსმენაზე, კოენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპმა ვებგვერდ „ვიკილიქს“-ის მიერ დემოკრატიული პარტიის დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებ სავარაუდოდ წინასწარ იცოდა.

მაიკლ კოენმა აშშ-ის პრეზიდენტს რასისტი და თაღლითი უწოდა და აღნიშნა, რომ კონგრესში ჩვენება ტრამპის საფრთხისგან დაცვის მიზნით მისცა.

მანამდე, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაში თავი დამნაშავედ ცნო. სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს 2017 წლიდან იძიებს.