დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ როჯერ სთოუნს 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, როჯერ სთოუნს 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კონგრესის მოტყუების, ობსტრუქციისა და მოწმეების მანიპულაციის საქმეებში სთოუნი დამნაშავედ შვიდი მუხლით გასული წლის ნოემბერში ცნეს.
რობერტ მიულერის გამოძიების შემდეგ, როჯერ სთოუნი აშშ-ის პრეზიდენტის მეექვსე თანაშემწეა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებით გაასამართლეს.
სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებდა. როჯერ სთოუნი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. პროკურორები შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითხოვდნენ.