დონალდ ტრამპის ვაჟის ცოლმა სასამართლოში განქორწინების მოთხოვნით განცხადება შეიტანა
დონალდ ტრამპის ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ცოლმა ნიუ-იორკის სასამართლოში განქორწინების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.
ყოფილი მოდელი და მსახიობი, ვანესა ტრამპი და დონალდ ტრამპ უმცროსი ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ „12-წლიანი ქორწინების შემდეგ, გადაწყვიტეს, სხვადასხვა გზა აირჩიონ“.
განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის ბიზნესიმპერიამ, „ტრამპის ორგანიზაციამ“ გაავრცელა, რომლის მართვაშიც დონალდ ტრამპ უმცროსია ჩართული.
წყვილი 2005 წელს დაქორწინდა. მათ ხუთი შვილი ჰყავთ.