დონალდ ტრამპის თქმით, თუ ვაშინგტონის მერი არ დააკავებს აგიტატორებს, მაშინ ამას ფედერალური ხელისუფლება გააკეთებს
დონალდ ტრამპის თქმით, თუ ვაშინგტონის მერი არ დააკავებს აგიტატორებს, მაშინ ამას ფედერალური ხელისუფლება გააკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ ვაშინგტონის მერი არ დააკავებს აგიტატორებს, მაშინ ამას ფედერალური ხელისუფლება გააკეთებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.

„ვაშინგტონის მერმა უნდა დააკავოს აგიტატორები და ყაჩაღები! გაწმინდეთ ვაშინგტონი, ან ფედერალური მთავრობა ამას თქვენ ნაცვლად გააკეთებს! საკმარისია“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამ ჩანაწერს ტრამპმა თან დაურთო ვაშინგტონში კვირას ღამით გამართული საპროტესტო აქციის ვიდეო.