დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კონფლიქტში აშშ-ის ჩართვის მიზნით, ქურთებმა შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ ზოგი წევრი გაათავისუფლონ
ქურთებმა შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ ზოგი წევრი თავად გაათავისუფლონ კონფლიქტში ჩვენი ჩართვის მიზნით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი არ წავა იმ ხალხის კიდევ ერთ ომში, რომლებიც ერთმანეთს 200 წელია ებრძვიან.
„ევროპას ჰქონდა შანსი, რომ წაეყვანა თავისი ისლამისტი პატიმრები, მაგრამ მას ხარჯების გაწევა არ სურს. „დაე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაიხადოს“ – ამბობენ ისინი. ქურთებმა შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ ზოგი წევრი თავად გაათავისუფლონ კონფლიქტში ჩვენი ჩართვის მიზნით. თურქეთის წინააღმდეგ დიდი სანქციები მოდის! ხალხი მართლა ფიქრობს, რომ ჩვენ ნატო-ს წევრ თურქეთთან წავალთ ომში? დაუსრულებელი ომები დასრულდება“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.