დონალდ ტრამპის სპიკერი - დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპიკერის, სტივენ ჩეუნგის განცხადებით, პენსილვანიაში მომხდარი „საზარელი აქტის“ შემდეგ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.
„ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და პირველადი რეაგირების ჯგუფს ამ საზარელი აქტის დროს მათი სწრაფი მოქმედებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, – ნათქვამია ჩეუნგის განცხადებაში.
პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში დაშავდა.