დონალდ ტრამპის შვილი - სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ვიდრე მამაჩემს მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა მიეცემა
დონალდ ტრამპის შვილი - სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ვიდრე მამაჩემს მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა მიეცემა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა აღშფოთება გამოხატა შეერთებული შტატების სავარაუდო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უკრაინას დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ეძლევა.

„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ვიდრე მამაჩემს მშვიდობის დამყარებისა და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა მიეცემა. საჭიროა, გაიყინოს ეს ტრილიონობით დოლარი. იმბეცილებო!“ – წერს დონალდ ტრამპ უმცროსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა, უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.