დონალდ ტრამპის შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა აშშ-ის სპეცპროკურორს უჩივლა
დონალდ ტრამპის შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა აშშ-ის სპეცპროკურორს უჩივლა. პოლ მანაფორტი მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვას ითხოვს.
როგორც ის სარჩელში ამტკიცებს, რობერტ მიულერის მიერ წამოწყებული გამოძიება, რომელიც ტრამპის საარჩევნო შტაბის და რუსეთის მთავრობის ფარულ შეთქმულებას ეხება, იმდენად ფართო ხასიათს ღებულობს, რომ სპეცპროკურორის უფლებამოსილებას ცდება.
ის ამტკიცებს, რომ გამოძიება მისი ოფშორული ანგარიშებით და იმ ბიზნესით დაინტერესდა, რომელსაც ის 10 წლის წინ ჰქონდა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტრამპის საარჩევნო შტაბის გარშემო მიმდინარე საქმესთან.
მანაფორტმა სარჩელი კოლუმბიის შტატის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. დოკუმენტებში ასევე ნახსენებია აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტეინიც, რომლმაც რობერტ მიულერი სპეცპროკურორად დანიშნა.
მანაფორტი ამტკიცებს, რომ როზენშტეინმაც გადაამეტა უფლებამოსილებას.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს აშშ-ის სპეცპროკურორიმა რობერტ მიულერმა პოლ მანაფორტს ბრალი 12 ეპიზოდზე წაუყენა, მათ შორის არის შეთქმულება აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ.
მანაფორტს ასევე ფულის გათეთრებაში, ცრუ განცხადებების გავრცელებასა და უცხოურ ბანკებში ანგარიშების შესახებ ცნობების დამალვაში ადანაშაულებენ.