დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის ფედერალურ საქმეზე ვაშინგტონში 4 მარტს დაიწყება
დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის ფედერალურ საქმეზე ვაშინგტონში 4 მარტს დაიწყება

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის ფედერალურ საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი ვაშინგტონში 4 მარტს დაიწყება. ამგვარად, მოსამართლე ტანია ჩუტკანმა არ დააკმაყოფილა არც პროკურორების და არც ადვოკატების მიერ შეთავაზებული წინადადება სასამართლო პროცესის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

პროკურატურას პროცესის 2024 წლის 2 იანვარს დაწყება სურს, ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარე კი სასამართლო პროცესის დაწყებას 2026 წლის აპრილში ითხოვდა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეს სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი იძიებს.

ყოფილი პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ აცხადებს, მოსამართლე ტანია ჩუტკანს კი მიკერძოებაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალი წაყენებულია კიდევ სისხლის სამართლის სამ საქმეზე.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პროცესის დაწყებიდან მეორე დღეს, 5 მარტს რესპუბლიკელების „სუპერსამშაბათია“, რა დროსაც შიდაპარტიული არჩევნები 10-ზე მეტ შტატში გაიმართება.