დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა უისკონსინის არჩევნების შედეგები შტატის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა უისკონსინის არჩევნების შედეგები შტატის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„დღევანდელი სარჩელი მოიცავს ოთხ საქმეს უკანონობის აშკარა მტკიცებულებებით“, – აღნიშნულია ტრამპის შტაბის განცხადებაში.
კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტის გუნდი ამტკიცებს, რომ ფოსტით მიღებული 221 ათასზე მეტი ბიულეტენი არასწორად იყო შევსებული.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა უისკონსინის შტატში დონალდ ტრამპზე დაახლოებით 20 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
დონალდ ტრამპის შტაბისგან სარჩელის მიღებას ადასტურებენ უისკონსინის უზენაეს სასამართლოში.
მანამდე, უისკონსინმა არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი დაამტკიცა.