დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა პენსილვანიის შტატში ხმების დათვლის შეჩერებისთვის სარჩელი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა პენსილვანიის შტატში ხმების დათვლის შეჩერებისთვის სარჩელი წარადგინა. პენსილვანია ერთ-ერთ საბრძოლო შტატად მიიჩნევა, რომლის შედეგი საბოლოო გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო გუნდი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას გეგმავს მიჩიგანისა და უისკონსინის შტატებშიც.
ტრამპის კამპანია ადანაშაულებს დემოკრატების ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომ აიძულეს დამკვირვებლები დათვლის პროცესისგან 25 მეტრის და მეტად დაშორებით ყოფილიყვნენ.
„ჩვენს დამკვირვებლებს არანაირი მნიშვნელოვანი გზა არ დაუტოვეს, რომ თავიანთი სამუშაო შეესრულებინათ“, – აცხადებენ აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო გუნდში.