დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდი უისკონსინის შტატის შედეგების გადათვლას მოითხოვს
ტრამპის საარჩევნო გუნდი უისკონსინის ე.წ. საბრძოლო შტატის შედეგების გადათვლას მოითხოვს.
ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, ბილ სტეფიენის განცხადებაში ნათქვამია, რომ უისკონსინის შტატის რამდენიმე რაიონში დარღვევების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რაც სერიოზულ ეჭვს იწვევს შედეგების მართებულობასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტი თითქმის ზღვარზეა, რომ ხმების გადათვლა მოითხოვოს და ჩვენ დაუყოვნებლივ გავაკეთებთ ამას“, – აღნიშნულია სტეფიენის განცხადებაში.
უისკონსინში კანდიდატებს უფლება აქვთ, მოითხოვონ ხელახლა დათვლა, თუ გამარჯვების ზღვარი ერთი პროცენტი ან ნაკლებია. უისკონსინის კანონის თანახმად, ხელახალი დათვლა უნდა დასრულდეს მოთხოვნიდან 13 დღის განმავლობაში.