აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ის საზღვაო ძალების ელიტური ქვედანაყოფის წევრია, რომელიც პრეზიდენტს თანაშემწეობას თეთრ სახლში უწევს.
როგორც „სიენენი“ წერს, თეთრი სახლის თერაპევტმა პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს „კოვიდ-19“-ზე ტესტი გაუკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ტრამპისა და მაიკ პენსის ტესტის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია.