დონალდ ტრამპის მოკავშირე მიკ მულვანი - ტრამპი თუ ვერ გაიმარჯვებს, ის 2024 წელს აუცილებელად იყრის კენჭს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მიკ მულვანი აცხადებს, რომ თუ დონალდ ტრამპი ვერ გაიმარჯვებს, ის აუცილებლად იყრის კენჭს 2024 წელს. ეს განცხადება მულვანიმ, რომელიც ამაჟამად ჩრდილოეთ ირლანდიის სპეციალურ ელჩად მუშაობს, დუბლინში გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ველოდები, რომ პრეზიდენტი პოლიტიკაში დარჩება და ის იქნება იმ ადამიანების ნუსხაში, ვინც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა მულვანიმ.