დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა აშშ-ის კონგრესის შენობაში შეჭრა სცადეს [ვიდეო]
დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა აშშ-ის კონგრესის შენობაში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ამ დროისთვის კონგრესის შენობა დაკეტილია და შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. ასობით დემონსტრანტი კონგრესში შეჭრას კაპიტოლიუმის გარშემო არსებული ბარიკადების დარღვევით ცდილობდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაწყებამდე მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.
აშშ-ის კონგრესში სხდომა მიმდინარეობს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცონ, თუმცა სხდომა ამ ეტაპზე შეჩერებულია. კონგრესის ორივე პალატაში ამ წუთებში არიზონას შტატის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ საჩივარს განიხილავენ.