დონალდ ტრამპის იურისტთა ჯგუფის წევრის განცხადებით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე შტატი, სადაც დავა და პროცესი მიმდინარეობს
დონალდ ტრამპის იურისტთა ჯგუფის წევრის, ჰარმეთ დილონის განცხადებით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე შტატი, სადაც დავა და პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს გასამარჯვებლად მინიმუმ პენსილვანიისა და კიდევ ორი შტატის მოგება სჭირდება, რაც იურისტების რწმენით, შესაძლებელია.
დილონის თქმით, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პოტენციურმა გადათვლებმა შესაძლებელია, არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს.
7 ნოემბერს გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ტრამპის ადვოკატებმა არჩევნების შედეგი რამდენიმე შტატში უკვე გაასაჩივრეს.