ტრამპის იურისტები სპეცპროკურორს დოკუმენტების არალეგალურად მოპოვებაში ადანაშაულებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იურისტები სპეცპროკურორს დოკუმენტების არალეგალურად მოპოვებაში ადანაშაულებენ.
პრეზიდენტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ რობერტ მიულერს ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა ელექტრონული წერილები მესამე მხარემ გადასცა. საუბარია აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევიდან მის ინაუგურაციამდე პერიოდში გაგზავნილ ათასობით წერილზე.
იურისტები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია.
საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებსა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს რობერტ მიულერი უკვე რამდენიმე თვეა იძიებს.