დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ 8 თებერვლიდან დაიწყება.
ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გამოაცხადა. როგორც იუწყებიან, კონგრესი 25 იანვარს გადასცემს სენატს დოკუმენტს, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას შეიცავს.
დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპს იმპიჩმენტის პროცესისთვის მოსამზადებლად დროს მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ 13 იანვარს გამოაცხადა. ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში დასდეს ბრალი. იმისთვის, რომ ტრამპის იმპიჩმენტი შედგეს, 100-დან 67 სენატორის მხარდაჭერა არის საჭირო. ამჟამად სენატში 50 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატია. გადამწყვეტი ხმა კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს.