დონალდ ტრამპის განკარგულებით, დამოუკიდებლობის დღეს ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართება
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონში ტანკები ჩაიყვანეს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით 4 ივლისს აშშ-ის დედაქალაქში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართება, რომელშიც მძიმე ტექნიკა და ავიაციაც მიიღებს მონაწილეობას.
ოპონენტების ნაწილი ტრამპის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის ეროვნულ დღესასწაულს წინასაარჩვენო კამპანიისთვის იყენებს. დემოკრატები ტრამპს ამერიკელი სამხედროების პოლიტიზებაშიც სდებენ ბრალს. საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღლუმის შემდეგ დაგეგმილ გამოსვლაში ტრამპი არა პოლიტიკაზე, არამედ პატრიოტიზმზე გაამახვილებს ყურადღებას.
4 ივლისის აღლუმისთვის ვაშინგტონში მძიმე ტექნიკა ჯორჯიის შტატში მდებარე ამერიკული ბაზიდან ჩაიტანეს. აღლუმს დაესწრებიან ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები და პენტაგონის წარმომადგენლები.
აშშ-მა დამოუკიდებლობა 1776 წლის 4 ივლისს გამოაცხადა.