დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე, აშშ-ში „ჰუავეის“ აღჭურვილობის გამოყენება აიკრძალება
დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე, აშშ-ში „ჰუავეის“ აღჭურვილობის გამოყენება აიკრძალება

აშშ-მა სატელეკომუნიკაციო ქსელების დასაცავად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე, აშშ-ში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ აღჭურვილობის გამოყენება აიკრძალება. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინური კომპანია უკვე შეიყვანა ე.წ. შავ სიაში.

ვაშინგტონის განმარტებით, ამ ნუსხაში შეყვანილი ფირმები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპის განკარგულება ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არაა მიმართული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, რომელთაც „აშშ-ის მეტოქეები“ აკონტროლებენ, აშშ-ის უსაფრთხოებას უფრო დაუცველს ხდის.

აშშ-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ კომპანია „ჰუავეის“ მჭიდრო კავშირი აქვს ჩინეთის ხელისუფლებასთან, რის გამოც კომპანიის მხრიდან ჯაშუშობის რისკი მაღალია.