დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა
დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

შესაბამისი განცხადება ტრამპმა ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ეს რიცხვი გაცილებით მაღალი – 2.5 მილიონი იქნებოდა, ხელისუფლებას შესაბამისად რომ არ ემოქმედა“, – დასძინა ტრამპმა.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელებითა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობით, ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა.