დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს დემოკრატების რადიკალმა მემარცხენეებმა „ტვინი გამოურეცხეს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ დემოკრატი ჯო ბაიდენი „გიჟურ მემარცხენე“ იდეებთან ბრძოლას ვერასდროს შეძლებს, თუნდაც ამას არ ეთანხმებოდეს.
„მას ტვინი გამოურეცხეს. მან არ იცის, სად არის. მან არ იცის, რას აკეთებს და ჩვენი ქვეყანა დაზარალდება. ჩვენი საფონდო ბირჟები ჩამოიშლება. ცუდი რამ მოხდება. ისინი პოლიციას დაფინანსებას შეუწყვეტენ და გააუქმებენ. შესაძლოა, იყოს უარყოფითი რეაქცია ან შესაძლოა, ვენესუელის მსგავს ჯოჯოხეთად იქცეს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი მის საპრეზიდენტო კამპანიას ფარულად უსმენდნენ და „შიდა ამბებზე ყველაფერი იცოდნენ“.