დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ „ტვიტერის“ აქციების ფასი 12 პროცენტით დაეცა
დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ აქციების ფასი 12 პროცენტით დაეცა და კომპანიამ საბაზრო ღირებულების ხუთი მილიარდი დაკარგა.
მიკრობლოგზე აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშს 88 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, კომპანიის აქციების ფასი სავარაუდოდ, ინვესტორების ფაქტორის გამო დაეცა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტრამპის გვერდის დაბლოკვა პლატფორმის მიმართ ინტერესს შეამცირებს.
სოციალურმა ქსელმა დონალდ ტრამპის ანგარიში კაპიტოლიუმის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ სამუდამოდ დაბლოკა.
„ტვიტერის“ ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პირადი გვერდი სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ დროებით დაბლოკა.