დონალდ ტრამპის ადვოკატი აშშ-ის პრეზიდენტისა და ვლადიმირ ზელენსკის საუბრის შესახებ დოკუმენტების კონგრესისთვის გადაცემას არ აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი კონგრესს დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის საუბართან დაკავშირებულ დოკუმენტებს არ გადასცემს.
ინფორმაცია ტრამპის უფლებადამცველის რუდი ჯულიანის ადვოკატმა დაადასტურა. მისი თქმით, კონგრესის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები „ლეგიტიმური გამოძიების ჩარჩოს ცდება.“
მისივე თქმით, ჯულიანი ხელმძღვანელობს პრინციპით, რომლის მიხედვითაც, ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალური კომუნიკაცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ამის გათვალისწინებით, ჯულიანი უკრაინაში საქმიანობის შესახებ ინფორმაციას კონგრესს არ გაუზიარებს.
მანამდე, დემოკრატებმა ტრამპის პირად ადვოკატს მოსთხოვეს დოკუმენტები, რომლებიც დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს ეხება.