დონალდ ტრამპის ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებას პასუხობენ
დონალდ ტრამპის ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებას პასუხობენ

აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებას პასუხობენ. ექსპრეზიდენტის თქმით, ეროვნული არქივისთვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ მის მიერ გადაცემულ დოკუმენტებით სავსე 15 ყუთში გასაიდუმლოებული ინფორმაცია ინახებოდა, რადგან ისინი საპრეზიდენტო ჩანაწერები იყო. თუმცა ამ მიზეზით, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ჩხრეკა, „უპრეცედენტო, არასაჭირო და იურიდიულად დაუსაბუთებელი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის შესაგებელი სასამართლოში ერთი დღით ადრე შევიდა, ვიდრე ხვალ სასამართლო მოსმენა გაიმართება იმასთან დაკავშირებით, ჩართონ თუ არა საქმეში ტრამპის მიერ მოთხოვნილი მესამე მხარე, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან ამოღებული დოკუმენტების ზედამხედველობისთვის.