დონალდ ტრამპის ადვოკატები 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს ამზადებენ
აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატები 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის კითხვებზე წერილობით პასუხს ამზადებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო როიტერი, საქმესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდი გიულიანის თქმით, პრეზიდენტი მზად არის, პასუხი გასცეს კითხვებს, ჰქონდა თუ არა ადგილი შეთქმულებას მის კამპანიასა და მოსკოვის ჩარევას შორის, თუმცა არ სურს უპასუხოს კითხვებს, ცდილობდა თუ არა ხელი შეეშალა რუსეთის წინააღმდეგ გამოძიებისთვის.
ადვოკატის განმარტებით, ისინი მხოლოდ კითხვების პირველ ეტაპს გასცემენ პასუხს და ვიდრე არ იქნება განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება იყოს გაცემული საკმარისი პასუხები, მზად არ არიან განიხილონ დამატებითი კითხვების დასხმის შესაძლებლობა.