დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იტალიური რესტორნის მფლობელს სანქციები შეცდომით დაუწესა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იტალიური რესტორნის მფლობელს სანქციები შეცდომით დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედიაში იუწყებიან, შეცდომა მაშინ მოხდა, როდესაც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ე.წ. შავ სიაში ვენესუელური ნავთობით მოვაჭრეები შეიყვანა.
ვერონაში რესტორნის მფლობელ ალესანდრო ბაზონის განცხადებით, მან იანვარში აღმოაჩინა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაშია. ამ კვირაში ხარვეზი გამოსწორდა და მას შეცდომით დაწესებული სანქციები მოუხსნეს.
თეთრი სახლის ცნობით, ალესანდრო ბაზონი ვენესუელური ნავთობის უკანონო ვაჭრობაში მართლაც იყო ჩართული, თუმცა საუბარია სხვა პიროვნებაზე, რომელსაც იდენტური სახელი და გვარი აქვს.
როგორც იურისტები ამბობენ, მსგავსი შეცდომები ადრეც მომხდარა და შედეგად, შავ სიაში მოხვედრილი პირების ბიზნესი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.