დონალდ ტრამპი „ყალბი ახალი ამბების დაჯილდოების ცერემონიას“ გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ყალბი ახალი ამბების დაჯილდოების ცერემონიას” გამართავს.
ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
პრეზიდენტის განმარტებით, დაჯილდოებას დღეს გეგმავდა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 17 იანვრისთვის გადადო.
„ყალბი ახალი ამბების ჯილდო ყველაზე კორუმპირებული და მიკერძოებული მედიის ხელმოცარულებს მიენიჭებათ“, – წერს დონალდ ტრამპი.
პრეზიდეტი მედია საშუალებების წარმომადგენლებს, ყალბი ნიუსების გაშუქებაში ბრალს წინა საარჩენო კამპანიიდან მოყოლებული სდებს.