დონალდ ტრამპი - წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით, დაიმახსოვრეთ ეს დღე სამუდამოდ
ეს ის მოვლენებია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ასე უცერემონიოდ ართმევენ დიდ პატრიოტებს, წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით, – აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„სიენენი“ წერს, რომ ტრამპი ახლა უკვე იცავს თავის მხარდამჭერების ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
„ეს ის მოვლენებია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც არჩევნებში ურყევ, დამაჯერებელ გამარჯვებას ასე უცერემონიოდ და ბოროტად ართმევენ დიდ პატრიოტებს, რომლებსაც ამდენის ხნის განმავლობაში ცუდად და უსამართლოდ ეპყრობოდნენ. წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით. დაიმახსოვრეთ ეს დღე სამუდამოდ!“, – წერს დონალდ ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ეს განცხადება „ტვიტერმა“ წაშალა. მანამდე კი მიკრობლოგის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის მიერ მიკრობლოგში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებებზე მოწონების, პასუხის გაცემისა და გადაშეარების ფუნქცია ძალადობის რისკის მიზეზით დაიბლოკა.