დონალდ ტრამპი - ვუბრძანე ჩემს ადმინისტრაციას, გადაწყვიტოს მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მედიკამენტების ფასის შემცირების ინიციატივით გამოდის.
„ვუბრძანე ჩემს ადმინისტრაციას, გადაწყვიტოს მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემა. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფასი შემცირდება და თქვენ ამას ნახავთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, პრეზიდენტმა კონგრესს სთხოვა, განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის ექსპერიმენტული მკურნალობა დასაშვები გახდეს.
„უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ექსპერიმენტული მკურნალობაზე, რამაც მათ შესაძლოა, პოტენციურად გადარჩენის შანსი მისცეს. ეს ადამიანები არ უნდა დადიოდნენ ქვეყნიდან ქვეყანაში. მე მინდა, მათ შანსი აქ, ამ ქვეყნაში მივცე“, – განცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.