დონალდ ტრამპი – ვხედავთ დადებით დინამიკას ირანთან კონფლიქტის დასრულების მიმართულებით და უზრუნველვყოფთ, რომ ამერიკის ინტერესები ნებისმიერ დროს იყოს დაცული
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით „დადებითი დინამიკა“ შეინიშნება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება, მისი შეფასებით, „ნაკლებად სავარაუდოა“.
„ჩვენ ვხედავთ დადებით დინამიკას ამ კონფლიქტის დასრულების მიმართულებით და უზრუნველვყოფთ, რომ ამერიკის ინტერესები ნებისმიერ დროს იყოს დაცული. ამ სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო გაცილებით უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს“, – აღნიშნა ტრამპმა.