დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატში, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე მივიდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე შეხვეული ყურით მივიდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტრამპი ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შემდეგ საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა.
ტრამპის გამოჩენას რესპუბლიკელი მხარდამჭერების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. ისინი მაღლა აწეული შეკრული მუშტებით სკანდირებდნენ: „აშშ!“ „აშშ!“ „ბრძოლა! ბრძოლა! ბრძოლა!“