დონალდ ტრამპი - ვიმედოვნებ, აშშ არასდროს გამოიყენებს სამხედრო ძალას
დონალდ ტრამპი - ვიმედოვნებ, აშშ არასდროს გამოიყენებს სამხედრო ძალას

ვიმედოვნებ, ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს გამოიყენებს სამხედრო ძალას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ასამბლეის ტრიბუნიდან მიმართვა შემდეგი ფრაზით დაიწყო „აშშ მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მისი მოსვლის შემდეგ, სამხედრო სფეროში 2.5 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალის გამოყენება არასდროს მოუწევს.